ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჯამური სიკვდილობით კორონავირუსმა გადაასწრო სარსაც და მერსსაც” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “ტვ პირველის” ეთერში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, კორონავირუსი სხვა ვირუსებთან შედარებით, რომელიც აქამდე ყოფილა, ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ უფრო ფართე გავრცელების გამო ყურადღება მისაქცევია, ვინაიდან ჯამური ლეტალობა ამ შემთხვევაში მეტია.

“მართალია სიკვდილობა, ლეტალობა ბევრად დაბალია, სამჯერ დაბალია ვიდრე სარსის დროს და ათჯერ დაბალი ვიდრე მერსის დროს, მაგრამ ჯამური სიკვდილობით ახალმა კორონავირუსმა გადაასწრო სარსაც და მერსსაც. მნიშვნელოვანად, სარსს ხუთჯერ გადაასწრო და მერსსაც გადაასწრო. იმიტომ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობაა ბევრად მეტი. იქ ინფექციის გავრცელება იყო ნაკლებ, ლეტალობა მეტი იყო მაგრამ გარდაცვალებულთა რაოდენობა იყო ნაკლები. იქ სულ 8 000 კაცი იყო ავად, სარსით და სულ 3 000-მდე მერსით. მართალია პროცენტი მაღალი იყო, მაგრამ ჯამური სიკვდილობა დაბალი იყო. აქ 80 000 გადაცილდა უკვე ინფიცირებულთა რაოდენობა და მართალი ლეტალობა 2-დან 3%-მდეა, მაგრამ ჯამური ლეტალობა მეტია.ის ნაკლებად სახიფათო ვირუსია, ნაკლებად ლეტალური, მაგრამ უფრო ფართე გავრცელების გამო ყურადღება მისაქცევია, ვინაიდან ჯამური ლეტალობა მეტია.”

იტვირთბა....