ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საფრანგეთში ეპიდემიის საფრთხეა” – ემანუელ მაკრონი

“საფრანგეთში ეპიდემიის საფრთხეა”, – აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიზიტის დროს გააკეთა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, ქვეყანამ ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„ჩვენ კრიზისის, ეპიდემიის წინაშე ვართ. ის მოდის, ამას უნდა შევეგუოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მასთან საბრძოლველად“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთში ახალი კორონავირუსის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

 

იტვირთბა....