ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააფთიაქო ქსელები პირბადეების დეფიციტსა და მასზე ფასის გაზრდას უარყოფენ

პირბადე

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში სამედიცინო პირბადეების დეფიციტია, კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში არ ადასტურებენ.

როგორც „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა „მეტრონომს“ განუცხადა, ამ დროისთვის პირბადეები თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში იყიდება და ახლო მომავალში დამატებითი მარაგის შემოტანასაც გეგმავენ.

მენეჯერი პირბადეების ღირებულების ზრდასაც არყოფს. მისი თქმით, ფასი უცვლელია და ერთი პირბადის ღირებულება 13 თეთრს შეადგენს.

„პირბადეების დეფიციტი არ გვაქვს. არის ზოფიერთი აფთიაქი, სადაც არ იყიდება პირბადე, თუმცა მომარაგებას კიდევ ველოდებით. ამასთან, პირბადის ფასი არ გაზრდილა. ერთი პირბადე 18 თეთრი ღირს ისევ“,- აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

პირბადეების დეფიიტსა და მისი ღირებულების ზრდას არ ადასტურებენ „პსპ“-შიც და აცხადებენ, რომ მათ ქსელებში პირბადეების ღირებულება კვლავ 15 თეთრია.

იტვირთბა....