ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეხვედრისას ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვათ და არ გადაკოცნოთ” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ კორონავირუსის გავრცელების პერიოდში შეხვედრის დროს გადაკოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან თავი შეიკავონ.

აღნიშნული განცხადება ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

“ძალიან გთხოვთ არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გავაკეთო – ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, რომ ვხვდებით ერთმანეთს ვკოცნით, გთხოვთ ძალიან, თავი შევიკავოთ. ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომელიც გადადის სწორედ წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებით და ახლო კონტაქტით.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და სჯობს, ერთმანეთს ხელის აწევით მივესალმოთ. ეს მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

იტვირთბა....