ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინგა გრიგოლია ინფექციურში მოთავსებულ TV “პირველის” ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს

ტვ “პირველის” ჟურნალისტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტვ “პირველის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში ავრცელებდა.

ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ჟურნალისტი სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

“ჩვენი ერთი თანამშრომელი წევს ინფექციურში, საღამოს იქნება პასუხი, იმედია, კორონა არ დაუდგინდება. სამოგზაუროდ იყო. მედგრად ვართ და ვმუშაობთ. კორონავირუსი შეგვაშინებს ჩვენ?”-წერდა გრიგოლია. თუმცა, მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაციენტია ჯანმრთელია და ის უბრალოდ გაციებული იყო.

“პანიკას რა ვუთხარი მე, ჩვენს თანამშრომელზე რომ დავწერე დილით, არამცთუ კორონავირუსი, საერთოდ ვირუსიც არ აქვს მგონი, უბრალოდ გაციებული აღმოჩნდა” – წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

იტვირთბა....