ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბასთუმნის ფილტვის ცენტრის კარანტინში ამ დროისთვის 15 პირი იმყოფება

აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს დილით 15 პირი მიიღო, რომლებიც საკარანტინო პერიოდს იზოლირებულად გაატარებენ.

თითო პაციენტი თითო პალატაშია მოთავსებული. მათ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან.

კარანტინში მყოფებს ტემპერატურული სკრინინგი ჩაუტარდებათ, საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში, პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადააგზავნიან.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში აცხადებენ,  რომ კარანტინში კიდევ რამდენიმე პირს მიიღებენ.

“15 გვყავს და გვაქვს ინფორმაცია, რომ 2-3 პაციენტს კიდევ მივიღებთ. როგორც საუბარში აღნიშნეს, ზოგი იტალიიდან არის ჩამოსული, ზოგი ირანიდან. არიან როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ირანელები,” – აცხადებს პულმონოლოგი თამაზ ჯიმშეიშვილი.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი საკარანტინო სივრცედ გუშინ, 26 თებერვალს მოამზადეს.

იტვირთბა....