დანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
დაინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც იტალიის ერთ-ერთი სამთო კურორტზე იმყოფებოდა. ტესტი ასევე ჩაუტარდათ დაინფიცირებულის მეუღლესა და შვილებს. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დადასტურდა საქართველოშიც. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსი დაუდგინდა მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 744-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 32 400-ზე მეტი ადამიანი, დაავადებულთა რაოდენობა კი, 78 400-ს აჭარბებს.