ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსების გარდა ყველას ეკრძალება აფხაზეთში შემოსვლა” – ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის ე.წ. შემსრულებელი ვალერი ბგანბა აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო აფხაზეთის საზღვრები დაიკეტება ყველასთვის, გარდა რუსეთისა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

“რუსების გარდა ყველას ეკრძალება აფხაზეთში შემოსვლა” – განაცხადა ბგანბამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

იტვირთბა....