ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის ახალი შემთხვევები ჩინეთს გარეთ უფრო მეტია” – WHO

WHO

მსოფლიო ჯანდაცვის ოგრანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს ადჰანომ გებრეიოსის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის საზღრვრებს გარეთ უფრო მეტია.

მისი თქმით, ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელება შემაშფოთებელია, თუმცა ვირუსის შეკავება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ ქვეყნებში კი საერთო ჯამში – 427.

მთელ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 80 980-ია.

იტვირთბა....