ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა.

ზალკალიანმა განმარტა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში,  მაისში თბილისში უნდა გამართულიყო.

 

იტვირთბა....