ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატნის ტყე იწვის.
ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან, რქმდენიმე კილომეტრის მოშორებით მინდორზე გაჩნდა, რის შემდეგაც ტყის მასივზე გავრცელდა.
რთული რელიეფის გამო ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს. მეხანძრე- მაშველების ორი ჯგუფი კი სტიქიის ზონაში მისვლას ამ წუთებში ცდილობს.