მთავარი ციტატა

“ბავშვი არ დაბადებულა და აბრამს არქმევდნენო, ჯერ ბავშვი დაიბადოს”

“რა მანდატებზე შეთანხმდა ოპოზიცია? ჯერ არ ვიცით, რა საარჩევნო კანონმდებლობა გვაქვს, რანაირად უნდა ვიმსჯელოთ მანდატების რაოდენობაზე? ხელისუფლებისგან ველოდებით პასუხს. შესაძლოა შერეული სისტემა დარჩეს და თბილისში 22 მანდატი იყოს საჭირო და შესაძლოა არ დარჩეს და თბილისში იყოს 10 მანდატი. ანუ, 10 მანტადზე შევთანხმდებით თუ 22 მანდატზე, ხომ არის განსხვავება? ბავშვი არ დაბადებულა აბრამს არქმევდნენო, ჯერ ბავშვი დაიბადოს”

ალეკო ელისაშვილი – “სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარე

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში გართიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის 7 კანდიდატზე შეთანხმდა. არსებული ინფორმაციით, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები: ლეიბორისტული პარტიის ლიდერი — შალვა ნათელაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და ზაალ უდუმაშვილი, ევროპული საქართველოდან დავით ბაქრაძე და ელენე ხოშტარია, პარტია ახალი საქართველოდან გიორგი ვაშაძე.

იტვირთბა....