ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი ტურის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე მოხვდა – თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი
შერმადინმა თბილისში შვეიცარიის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი, ხოლო მაკფადენმა ბელგრადში, სერბეთის წინააღმდეგ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. მან 33 ქულა დააგროვა და ორივე გუნდში ყველაზე საუკეთესო იყო.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 94:90 მოუგო სერბეთის უძლიერეს ნაკრებს.