ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტი მოათავსეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 10 პაციენტი იმყოფება. მათგან 6 კლინიკაში, ვირუსის სიმპტომებით რამდენიმე საათის წინ მოათავსეს. მათ შორის არიან საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანისა და ჩინეთის მოქალაქეები.

დიდი ალბათობით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა საბოლოო პასუხი ანალიზების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომპეტენტურ უწყებებში აცხადებენ, რომ რისკები მომატებულია, თუმცა ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. არ არის გამორიცხული ხელისუფლებამ საზღვრებზე პრევენციული კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცროს.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2800-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 80 ათასს გადააჭარბა.

იტვირთბა....