ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს “ავადმყოფი გოგონები” უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც ჟენევაში, გაეროს ოფისში ცდილობდნენ კითხვა დაესვათ მისთვის, მათ “ავადმყოფი ჟურნალისტები” უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხოკავკაზა” ავრცელებს.

ლავროვმა შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა ქართველ ჟურნალისტებს,  როცა ისინი ცდილობდნენ კითხვა დაესვათ მისთვის – “აპირებდა თუ არა ის მონაწილეობა მიეღო თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს ღონისძიებაზე”.

ლავროვის დაცვის წევრები ყველანაირად ცდილობდნენ ჟურნალისტები არ მიეშვათ მინისტრთან. ლავროვის უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ქართველების და საქართველოს მიმართ აგრესიით, სოციალურ ქსელში საკმაოდ მძიმე პოსტი გამოაქვეყნა.

“ქართველი ჟურნალისტები დაესხნენ თავს მინისტრს. ყვიროდნენ, გვაწვებოდნენ და ცდილობდნენ მიახლოებოდნენ მინისტრს. არადა, ვერ წარმოიდგენთ, საუბარი იყო მხოლოდ ერთი კითხვის დასმაზე – ჩამოდის თუ არა ლავროვი თბილისში. შეფი არ დაზარალებულა” – ეს არის ნაწყვეტი მისი საკმაოდ უხეში ფორმებით გამოხატული აზრისა.

იტვირთბა....