“ოცნების” ინტერესი იყო – თავიანთი გაფუჭებული ვერ გამოასწორეს და ყველაფერი შეტენეს ჩემ შვილს. გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარტება დაედგინათ. ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს – 6-შვილიანი ოჯახი, რომელსაც არც ფული გვაქვს და არც ნაცნობობა. ჩვენ გაგვწირეს იმიტომ, რომ ყველაზე მარტივი იყო ჩვენზე ხელისშეხოცვა… ყველამ აიღო ფული, ყველამ რაღაც სარგებელი ნახა ამ საქმიდან, რომ მიხეილ კალანდია დაჭერილიყო. ყველაფერი არის პოლიტიკა”
თენგიზ კალანდია – მიხეილ კალანდიას ძმა
აღნიშნული განცხადება თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.