ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დავით გარეჯში აზერბაიჯანელების მიერ კლდეების ბულდოზერებით თხრა ვანდალიზმია“ – არქიმანდრიტი

არქიმანდრიტი კირიონი

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, ქართულ მხარეს უამრავი ინსტრუმენტი აქვს, რომ აზერბაიჯანელების მიერ სასაზღვრო ზონაში მიმდინარე საგზაო სამუშაოები შეაჩეროს.

არქიმანდრიტი აზერბაიჯანის მხრიდან მიმდინარე სამუშაოებს ვანდალიზმს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გააცნობს.

„სახელმწიფოსგან არის უამრავი ინსტრუმენტი, რითაც შეიძლება ეს პროცესი შეაჩეროს, ანუ გააგებინოს საერთშორისო საზოგადოებას, რომ აზერბაიჯანი ყოველგვარ სტანდარტს არღვევს ურთიერთობის, რომ სასაზღვრო ზონაში ახორციელებს ამნაირ საკომუნიკაციო სამუშაოებს, რომ ეს არის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ამნაირი სამუშაოების წარმოება ამ ძეგლთან არ შეიძლება და ვანდალიზმია. მათი კანონმდებლობით შეიქმნა ამ მხარეს მუზეუმ-ნაკრძალი, მუზეუმ-ნაკრძალში როგორ შეიძლება ბულდოზერებით კლდეების თხრა? თავის თავსაც ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანელები ამ შემთხვევაში”,- აცხადებს არქიმანდრიტი.

აზერბაიჯანელები დავით გარეჯში გზის გასაყვან სამუშაოებს აწარმოებენ. ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია ტექნიკა მუშაობს, ხოლო  მომლოცველებსა და ადგილობრივებს ამ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

იტვირთბა....