ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაქცინა უკვე შექმნილია, კორონავირუსს უახლოეს მომავალში დავამარცხებთ“, –  ჩინეთის ელჩი

“უკვე შექმნილია ვაქცინა, რომელიც იმუნიტეტის გამომუშავებას უზრუნველყოფს. თუმცა  აუცილებელია მისი ბოლომდე დამუშავება და დამატებითი ტესტირება”, – ამის შესახებ  ჟურნალისტებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჩჟან ხანხუეიმ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ჩინეთში შემუშავებულმა ვაქცინამ უკვე აჩვენა თავისი ეფექტი. თუმცა დამატებითი კვლევებია საჭირო.

„ჩინეთში არსებობს მტკიცე რწმენა, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში საბოლოოდ დავამარცხებთ ამ ეპიდემიას, – აცხადებს ელჩი.

ელჩმა ჩინური მედიცინის ეფექტიანობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კორონავირუსული ინფექციის მკურნალობა 85%-ით და მეტით ეფექტიანია ჩინური მედიცინის წყალობით.

“ყოველდღიურად, 2000 ადამიანის გამოჯანმრთელება ხდება, მაშინ როდესაც რამდენიმე ასეული ადამიანი ინფიცირდება ყოველდღე“, – აცხადებს ჩჟან ხანხუეი.

ამასტან, ელჩის ინფორმაციით, ქვეყნის რაიონების უმეტესობაში ნორმალური ცხოვრების რეჟიმი უკვე თებერვლის ბოლოდან აღდგება, უჰანსა და მთლიანად ჰუბეის პროვინციაში კი – მარტის განმავლობაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი  კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი პრობლემის წინაშე დადგა – უჰანში ახალი კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირების 195 ფაქტი დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები ვერ ხსნიან. ამის გამო 22 თებერვლიდან ქალაქის ხელისუფლება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დამატებით კიდევ 14-დღიანი კარანტინის გავლას ავალდებულებს.

იტვირთბა....