“დღეს მოსამართლე გვეუბნება, რომ უდანაშაულო ბავშვი თურმე 15 წლით უნდა წავიდეს ციხეში. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – საქართველოში სამართალი არ არსებობს”
ლუკა კალანდია – მიხეილ კალანდიას ძმა
აღნიშნული განცხადება ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.