ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს

საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

საფრანგეთში კორონავირუსის ინფიცირების 12 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათგან  სიკვდილიანობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა. მომხდარს ექიმები გარდაცვლილის ინდიფერენტულობით და საავადმყოფოსთვის დაგვიანებული მიმართვიანობით ხსნიან.

„საფრანგეთის ტერიტორიაზე უკვე არ ფიქსირდებიან ვირუსით დაავადებულტა შემთხვევები. დაავადება უკვე აღარ ვრცელდება. უკანასკნელი პაციენტი, რომლის ჰოსპიტალიზება მოხდა ლიონში, უკვე გამოჯანმრთელდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უკვე აღარაა გადამდები, რის გამოც მან შეძლო სახლში დაბრუნება“ – განაცხადა საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა.

 

იტვირთბა....