ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

„აჭარის“ ტელევიზიის ჟურნალისტების პროტესტი გრძელდება

აჭარის ჟურნალისტები

“აჭარის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის “ჟურნალისტების პროტესტი გრძელდება.  ისინი კვლავ იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, სარედაქციო პოლიტიკას ემუქრება.

ჟურნალისტების მთავარი მოთხოვნა შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიაა.

გუშინ მაია მერკვილაძე  საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, რასაც ჟურნაისტების ახალი პროტესტი მოჰყვა.

არხის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მერკვილაძეს ახალი თოქ-შოუს პროდიუსერობა და ასევე, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორობა შესთავაზა. მერკვი;აძე დირექტორის შეთავაზებას დათანხმდა და ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ ჟურნალისტები, დღეს გახდება ცნობილი. თუმცა როგორც თავად აცხადებენ,  არსებულ ვითარებას არ შეეგუებიან და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

“გადაწყვეტილება, რომელიც დირექტორმა მიიღო, იყო გაგრძელება მრჩეველთა საბჭოს სხდომისა, სადაც საშტატო ერთეულები გააუქმეს. როგორც ვახსენებდი ადრე და ახლაც, საუბარი არ არის მხოლოდ მაუწყებლის იდეაზე იმიტომ, რომ ეს ცნება თითქოს შორეულია. ამავდროულად საუბარია კონკრეტული ადამიანების უფლებებზე, რომელიც ირღვევა,” – განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელმა მალხაზ რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 თებერვალს  “აჭარის” ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ბორდმა ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა და საშტატო ერთეულების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირა. ტელევიზიის დირექტორის ინიციატივას სამი მომხრე და ორი წინააღმდეგი ჰყავდა.

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს – ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

ტელევიზიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ახალი დირექტორი სწორედ ხელისუფლების დავალებებს ასრულებს.

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....