ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ გარკვეული დროის შემდეგ ვეღარ შევძლებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“,- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით,  მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება და რაც უფრო მეტი დრო გადის, მოლაპარაკების შანსი მცირდება.

მდინარაძე აღნშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდება.

“რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მცირდება მოლაპარაკების შანსი, ჩვენ გარკვეული დროის შემდეგ ვეღარ შევძლებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და აქედან გამომდინარე, რადგან რამდენიმე დღე დარჩა, მე ვფიქრობ, ისინი ბოლოს პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევიან და მოლაპარაკებებში შემოვლენ. მოლაპარაკებებში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ უნდა მოქმედებდეს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს ემსახურებოდეს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

იტვირთბა....