ვარკეთილში, “ანას ბაღთან” აქციის დროს ერთი პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეები სკვერში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ამის საშუალებას არ მისცემენ.
“ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ცდილობდა პარკში ბუჩქი დაერგა” – აცხადებს აქციაზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.