ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები აქციას მართავენ. ისინი ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებსა და დირექტორის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სამსახურში აღარ იქნება მაია მერკვილაძე.
როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ხვალიდან რადიკალურ ზომებს მიმართავენ, რადგან საფრთხეშია აჭარის მაუწყებელი.
„დღეს გაფორმდა იურიდიულად რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. სურთ ჩააღშონ ხალხის ხმა“,- განაცხადა ხათუმა შუშანიძემ
„მაია მერკვილაძეს რაც შესთავაზეს ეს არის დაცინვა. გვექნება თათბირი, დავგეგმავთ აქციებს და რადიკალურ ზომებს,-” აცხადებს თეონა თურმანიძემ.