ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კონტროლის ქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა” – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, მისი ძმის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, “ფეისბუქზე” განცხადებას ავრცელებს.

როგორც კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

„მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლის ქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა. ამის შემდეგ შევედით ცოტნეს პალატაში. მას თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო ყელში ჩადგმული ტრაქეოსტომის გამო. როდესაც მარცხენა ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე მეთქი, მან ხელი მომიჭირა, ასევე ჩემს ძმასაც. ანალოგიურად ოდნავ ამოძრავებდა მარჯვენა ხელის ერთ თითს და ფეხის ორ თითსაც, რაც გარკვეული წინსვლაა. დიდი მადლობა ექიმებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ საბოლოო შედეგის მისაღწევად. უნდა ითქვას, რომ კლინიკა მართლაც უმაღლესი სტანდარტისაა. ასევე დიდი მადლობა ქართულ სახელმწიფოს და მთავრობას, რომელსაც ამ საკითხში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

იტვირთბა....