ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ ცენტრში იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგო შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ ცენტრში, დღის მეორე ნახევარში, აეროპორტიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა “ელ ჯი და კომპანიაში” 20 წლის გოგო შეიყვანა.

კლინიკის ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილი 20 წლის გოგო, იტალიიდან ჩამოფრინდა და ტემპერატურა 37. 8 გრადუსი დაუფიქსირდა.

“შემოყვანილია პაციენტი 20 წლის, იტალიიდან ჩამოვიდა სიცხე დაუფიქსირდა 37,8, მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. უტარდება მკურნალობა, ემსახურება სპეციალურად აღჭურვილი მედპერსონალი. კორონავირუსზე ანალიზი ჯერ არ ჩატარებია. ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. მდგომარეობა სტაბილურია, ტემპერატურამ დაიკლო, რჩება კლინიკაში”,- განაცხადა თემურ ნადირაძემ.

იტვირთბა....