„გაერო-ს არსებობის მიზანს წარმოადგენს მშვიდობის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის დაცვა და გლობალურად სოციალური პროგრესის უზრუნველყოფა. მსურს განვაცხადო, რომ ჩემი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და მისი ოფისის მანდატსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, უზრუნველყონ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მექანიზმების წვდომა იმ ტერიტორიებზე, სადაც სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს”
ლინას ლინკევიჩუსი – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
აღნიშნული განცხადება ლინკევიჩუსმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.