ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
შეკითხვაზე, შეეხება თუ არა მას გაზაფხულზე დაანონსებული ცვლილებები, მაჭავარიანმა განაცხადა:
„გაზაფხული რამდენიმე დღეშია – ერთ კვირაშია. გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს. არსად მაგაზე საუბარი არ ყოფილა, მედიის გარდა.
შეგახსენებთ, რომ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა: „დაელოდეთ გაზაფხულს“.