ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კანონი არსებობს მხოლოდ უბრალო ადამიანისთვის და არ არსებობს მინისტრისთვის, რომელიც სავარაუდოდ, კორუფციაშია მხილებული”

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის მხრიდან კომიტეტის სხდომის გაცდენა კანონის დარღვევას წარმოადგენს, რაც ქვეყანაში უსამართლობის შეგრძნებას იწვევს.

გოგიჩაიშვილის შეფასებით, მაჭავარიანი არ სცემს პატივს პარლამენტს და „მას ზემოდან უყურებს.“

„დღევანდელ პარლამენტს რომ ჰქონდეს თავმოყვარეობა, არ უნდა მიეცათ ამის საშულება. ის არ გრძნობს პარლამენტში დისკომფორტს, ის დისკომფორტს არ გრძნობს, რომ ამის გამო მისი პოლიტიკური საკითხი დადგება. ის სხვაგანაა პასუხისმგებელი, ის პარლამენტს უყურებს ზემოდან. ის პატივს არ სცემს კანონს. ეს ქმნის უსამართლობას, რომ კანონი არსებობს მხოლოდ უბრალო ადამიანისთვის და არ არსებობს მინისტრისთვის, რომელიც სავარაუდოდ, კორუფციაშია მხილებული“:,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

 

 

იტვირთბა....