მთავარი ციტატა

„ეს ხალხი იმიტომ კი არ მოდის, რომ მაჭავარიანს ფეხი გადაუტრიალდა კიბეზე, ან ტიკარაძის მანქანაში საწვავი არ იყო და „მარშრუტკით“ ვერ წამოვიდა, მათ პასუხები არ აქვთ“

„ეს ხალხი იმიტომ კი არ მოდის, რომ მაჭავარიანს ფეხი გადაუტრიალდა კიბეზე რომ ჩამოდიოდა ან ტიკარაძის მანქანაში საწვავი არ იყო და „მარშრუტკით“ ვერ წამოვიდა, არა, ეს ხალხი იმიტომ არ მოდის, რომ პასუხები არ აქვთ. რად გინდათ მინისტრები, რომლებსაც პასუხები არ აქვთ?… დღეს მაჭავარიანი რომ არ მოვიდა, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა. მინისტრი არღვევს თვითო კანონს, რიგით მოქალაქეს, როგორ უნდა მოსთხოვო, რომ კანონი არ დაარღვიოს?“

ბექა ნაცვლიშვილი – ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

 

იტვირთბა....