კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს საელჩო კორეაში რეკომენდაციით მიმართავს და იქ მყოფ ქართველ სტუდენტებს და მოსახლეობას აფრთხილებს, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაიცვან.
“ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას სიფრთხილის უმაღლესი დონე მიანიჭა.
ქალაქი დეგუ და გეონგბუკის პროვინცია სპეციალურ დაკვირვების ზონებად გამოცხადდა, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.
აქედან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს:
გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები,”- ნათქვამია რეკომენდაციაში.