ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა.

მეშახტეები ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას, მინდელის სახელობის შახტში გადაყვანას აპროტესტებენ.

გაფიცულები აცხადებენ, რომ ახალმა ინვესტორმა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა, დაპირებები არ შეასრულა და სამუშაო პირობები არ გააუმჯობესა.

ძიძიგურის შახტაში დასაქმებულები შიშობენ, რომ ობიექტზე ექვსი თვის წინ მისული უკრაინული კომპანია საბოლოოდ შახტის დახურვას და მათ სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. მთავარ მიზეზად კი, კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებენ.

“უნდათ ჩვენი გადაყვანა მინდელის შახტაში, რაც ჩვენს სამუშო პირობებს გაართულებს. ახალმა ინვესტორმა ნაცვლად პირობების გაუმჯობესებისა, ჩვენი მდგომარეობა გააუარესა. სავარაუდოდ, მოხდება ამ შახტის დახურვა და ჩვენ უმუშევრები დავრჩებით. ვაპირებთ,  პროტესტი გავაგრძელოთ, ვიდრე არ დაგვტოვებენ ამ შახტაში,” – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

 

იტვირთბა....