ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 150 ადამიანი გარდაიცვალა და მსოფლიოს მასშტაბით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 592-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უშუალოდ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 409 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 77 150-ს მიაღწია.
რაც შეეხებება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 2 619 ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 79 356-ს აღწევს.