გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოებსი სამსახურში განმარტავენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად.
სოფელ კირბალის გამგებელი, დავით ცერცვაძე აცხადებს, რომ დაკავებულია ალექსანდრე შიუკაშვილი. მოზარდი თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა ტყეში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება.
დავით ცერცვაძის თქმით, შიუკაშვილთან ერთად მყოფებმა გამოქცევა მოასწრეს.