ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ირანის ოთხი მოქალაქის კორონავირუსის ინფექციაზე პასუხები იქნება ხვალ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ირანის ოთხი მოქალაქის ანალიზის პასუხები კორონავირუსის ინფექციაზე ხვალ გახდება ცნობილი. აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ ჟურნალისტებთან გაავრცელა.

„სულ რამდენიმე წუთის წინ მოიყვანეს ოთხი პაციენტი ახალ კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევით. საეჭვო შემთხვევა სულაც არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ კორონავირუსის ინფექცია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ტემპერატურის მომატება, დაუფიქსირდათ აეროპორტში და მაგიტომ მოიყვანეს. ესენი არიან მოქალაქეები ირანიდან. რამდენად ვიცი, ოთხივე თეირანი-თბილისის პირდაპირი რეისით ჩამოვიდა. ერთი მათგანი არის ახალგაზრდა ქალი, ხოლო სამი არის ახალგაზრდა ვაჟი. ოთხივეს აეროპორტში გეგმური შემოწმებით დაუდგინდა ტემპერატურის მომატება, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ოთხივე მოთავსდა ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩვენი ექიმები ახლა ხვდებიან მათ. მიმდინარეობს მათთან გასაუბრება, შეხვედრა, კლინიკური გასინჯვა. მალე აუღებენ აგრეთვე სისხლის ანალიზებს. წინასწარი შედეგები იქნება ცნობილი დღეს გვიან, ხოლო საბოლოო პასუხები ახალი კორონავირუსის ინფექციაზე იქნება ხვალ, საღამოს საათებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, მაღალი ტემპერატურით ირანის ოთხი მოქალაქე შეიყვანეს.

იტვირთბა....