ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, სირია თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება

სირიის საჰაერო თავდაცვის ძალები, ჩამოაგდებს ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევს. ინფორმაციას ამის შესახებ, SANA გენერალური სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც ირკვევა, დამასკო საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად განიხილავს, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.

სირიაში, კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება. გაერო-ს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების გამო, პირველი დეკემბრიდან იდლიბში თავისი სახლის დატოვება 800 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

იტვირთბა....