ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი” – ხუციშვილი

სიგარეტის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი „ფეისბუქზე” ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით.

“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც საბოლოოდ ამახინჯებს რეალურ სურათს. ჩამოვწეროთ მხოლოდ ფაქტები:

1. არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი. ითქვა მხოლოდ ის, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი უბრალოდ ფაქტია და ვისაც კითხვა არ ეზარება მარტივად გადამოწმებადია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0

2. არსებობს ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივა თამბაქოს აქციზის განაკვეთების შესახებ, რომელიც აწესებს თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის მინიმალურ განაკვეთს, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისათვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება.

3. საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2022 წელი (2014 + 8 წელი).

4. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით (მათ შორის: რეგიონული კონტექსტი, არალეგალური ვაჭრობის რისკები და ა.შ.) 2018 წელს გაიმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ვალდებულების შესრულება საქართველოსთვის გადაიწია 2026 წლამდე (2018 + 8 წელი).

5. დღეს, ანუ როცა ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადამდე მინიმუმ 6 წელია დარჩენილი, მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია და მეტი არაფერი.

6. 2022 წლამდე საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულების შესრულებისთვის ამჟამად განსაზღვრული ვადა რეალისტურია თუ არა, უბრალოდ ნაადრევია. შეიძლება ბევრს ჰქონდეს იმის განცდა, რომ საკითხი ისედაც ცხადია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ხდება იმ კონკრეტულ მომენტში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე და არა პროგნოზების და მითუმეტეს, მკითხაობის საფუძველზე.

7. მითუმეტეს, მაშინ როცა 2022 წლამდე საერთოდ არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, მხოლოდ იმის გამოტანა ნიუსად რომ საქართველოში სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ოდესღაც შეიძლება 5 ლარი გახდეს, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება.

პ.ს. მწეველები – შეიძლება მშვიდად ვიყოთ და ამის გამო მოწევას არ მოვუმატოთ. ისინი ვინც არ ეწევიან და მხოლოდ საეჭვო წყაროებიდან წამოსული ნიუსების გავრცელებეთი ერთობიან – მინიმუმ კარგი იქნება თუ გართობასთან ერთად სიგარეტს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტად არ გამოაცხადებენ“, – წერს მინისტრის მოადგილე „ფეისბუქში“.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ფოფხაძე ივანიშვილზე: მოინდომა მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გატანა, 2 მილიარდი უნდა ვიშოვოო

giorgi chafidze

ჩარკვიანი: გახარიას და ივანიშვილს ერთი პატრონი ჰყავს – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!

giorgi chafidze

ვგმობთ ამ ფაქტს – NCDC ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლებაზე

giorgi chafidze

ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის ბანერების გადაფარვა სიძულვილის შემცველი პლაკატებით დაუშვებელია

giorgi chafidze

მელაძე: რით ვერ გაიგეთ, ძალიან მყარი ნერვები მაქვს

giorgi chafidze

სამნიძე: საპატრიარქოს დაცვა ბიძინასგან და პატრიარქის საჯაროდ გამოცხადებული სიყვარული არსად დაგეკარგოთ

giorgi chafidze