ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიქედში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

არსებული ცნობით სახლი ხის იყო და ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ჩოხატაურის მერიაში განმარტავენ, რომ ოჯახს მუნიციპალიტეტი, პირველ რიგში, აუცილებელი ნივთებით დაეხმარება.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს თავდაპირველად აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარება. ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის მოძიებაზე ვიზრუნებთ“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

ფაქტთაბ დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

იტვირთბა....