მთავარი ციტატა

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსის დიაგნოსტიკის მიზნით სინჯებს დღეს აუღებენ

„გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს ირანის სამი მოქალაქე. ერთი ოჯახის სამი წევრი, დედა და ორი შვილი – რვა და 13 წლის მოზარდები. როგორც ვიცით, რამდენიმე დღეა, ირანში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები და აქედან ორი გარდაიცვალა. ყველა ეს შემთხვევა არის ერთი ქალაქიდან  – ყუმიდან. ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილი სამი ადამიანიც არის ქალაქ ყუმიდან, ამიტომ ქვეყანა ძალიან ფრთხილობს, ვინაიდან განსაკუთრებულ შემთხვევად აღიქვა ეს სიტუაცია და ვინაიდან აეროპორტში დაფიქსირდა ამ სამი პირიდან ორთან ტეპერატურა, სამივე გადმოიყვანეს ჩვენთან. როგორც პაციენტი, გაფორმდა მხოლოდ ორი, მოზარდები“

მარინა ეზუგბაია, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

“პირველი არხი”

იტვირთბა....