“არ მომეწონა მერაბიშვილმა, რომ თქვა უნდა ვყოფილიყავით უფრო ლამაზები, ნიჭიერები და არ უნდა დაგვეშვა ამდენი საფრთხე. ცოტა ეს მიშას ხაზია. ჩემთვის, უნდა შეეძლოს ადამიანს იმის აღიარება, რომ დიდი შეცდომები იქნა დაშვებული, ჩავარდნები იყო. იმიტომ კი არა, რომ წარსულის გამო ზურგში ირტყა. მას იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული და ისეთი წარმატებები, რომ შეუძლია ამაზე კონცენტრირდეს, მარტო კარგი რაც გააკეთა. უბრალოდ თუ პოლიტიკაში დარჩენა უნდა მე მისი მხრიდან წარსულის გააზრება მჭირდება, რომ მომავალში ვენდო.”
“ტაბულას” დამფუძნებელი – თამარ ჩერგოლეიშვილი
აღნიშნული განცხადება ჩერგოლეიშვილმა, “ტვ პირველის” ეთერში, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაავრცელა.