ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კეზერაშვილმა “ფორმულას” დანარჩენ მეწილეებს ტელევიზიის წილების გაყიდვა აუკრძალა

“ფორმულას” 51 პროცენტიანი წილის მფლობელმა, დავით კეზერაშვილმა დანაარჩენ მეწილეებს, წილების გაყიდვა აუკრძალა. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 6 თებერვალს აისახა.

კეზერაშვილის გარდა, კომპანიის მეწილეები არიან, მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა. თითოეული მათგანი ტელეკომპანიიც 12.25 პროცენტიან წილს ფლობს.

ტელეკომპანიის მეწილეებს აეკრძალათ შპს „ფორმულა“-ს კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილების გასხვისება, გადაცემა, დაგირავება ან რაიმე უფლებით დატვირთვა, მაჟორიტარი პარტნიორისადმი – დავით კეზერაშვილისადმი ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების სრულად დაფარვამდე. ასახულია საჯარო რეესტრის ინფორმაციაში.

იტვირთბა....