ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუნკერთა ხსოვნის დღეს, “დინამო” შავი ფორმით იასპარეზებს

საქართველოს სუპერთასის მატჩში, 23 თებერვალს, დინამოს ფეხბურთელების მაისურზე ყველა იმ ქართველი გმირი იუნკერების სახელი და გვარი ეწერება, ვინც 1921 წლის 23 თებერვალს საქართველოსთვის ბრძოლას რუსეთის წითელარმიელების წინააღმდეგ გმირულად შეეწირა.

“ამ ჟესტით ჩვენი კლუბი კიდევ ერთხელ ქედს იხრის სამშობლოსთვის თავდადებული გმირების წინაშე. #დიდებაგმირებს,” – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სუპერთასი 2020-ის მატჩი 23 თებერვალს, 17:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება. ერთმანეთს დინამო თბილისი და საბურთალო შეხვდებიან.

იტვირთბა....