ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო?” – გახარია ჟურნალისტებს

პრემიერი მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფიო ქაცარავასა და ლევან იზორიას ელჩის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ლევან იზორია არის მაღალი კლასის პროფესიონალი. მორალური თვალსაზრისით ნათესავების ქმედებიდან გამომდინარე ხომ არ ვნიშნავთ ადამიანებს? ადამიანს ვნიშნავთ იმ პროფესიული ნიშნით, რომელიც მას გააჩნია. ლევან იზორიას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. როგორც მე ვიცი, სამეცნიერო ხარისხი აქვს დაცული. ვიცით, რომ იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, შემდგომ საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. ის ისეთი ელჩია, რომელიც ჩვენ გერმანიაში გვჭირდება“, – აცხადებს გახარია.

პრემიერ მინისტრმა ისაუბრა ასევე სოფიო ქაცარავაზე, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, უმრავლესობა და საპარლამენტო მანდატი დატოვა.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, არ იცის, თუ ქაცარავა გუნდიდან წასული იყო.

„მე არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო? ის ელჩად ზუსტად იგივე კრიტერიუმებით შეირჩა. ქაცარავა ბრიტანეთში იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.

იტვირთბა....