ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტპატიმარი” – გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ასევე, ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური პატიმარი.

შეკითხვაზე, იყო თუ არა პოლიტპატიმარი მერაბიშვილი, გახარიამ აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი“.

შეგახსენებთ, მერაბიშვილმა 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ, 20 თებერვალს დატოვა.

 

იტვირთბა....