მთავარი ციტატა

“ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა კიბერშეტევის წინააღმდეგ კონტროლი გავაუმჯობესოთ”

კიბერშეტევაზე სახელმწიფომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. დეტალებში ვერ შევალ, ვერ მოვყვები როგორ და რანაირად იყო. ეს მოდიოდა რუსეთიდან, რუსული კვალი იყო. დაიწყება თუ არა გამოძიება, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს… ჩვენ პრევენციას გავაკეთებთ და ეს დაიხურება მთლიანად. რომ ვთქვა, საფრთხე არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, მოვიტყუები. ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და კონტროლი იყოს, რომ არ მოხდეს კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს ჩაკეტვა, რათა სივრცეში არ შემოვიდეს“

ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ, 20 თებერვალს განაცხადეს, რომ საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

შეგახსენებთ, მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა.

იტვირთბა....