„გათავისუფლებულმა ადამიანმაც კი, ერთი წუთი ვერ შეიკავა თავი, არ გამოემჟღავნებინა თავისი კრიმინალური აზროვნება, თავისი მენტალიტეტი, ძალადობა. მხოლოდ რუპორი და გამხმოვანებელია ვანო მერაბიშვილი ძალისა, რომელსაც ის წარმოადგენდა თავის დროზე და თქვა, რომ მე დავამხობ წლის ბოლომდეო. რა შეუქმნია ამ არარაობას, ვინ არის მაგის დასამხობი. მე ვფიქრობ, ამას სჭირდება სერიოზული დაპირისპირება არა ფიზიკური, არამედ პიარის საშუალებით, საჭიროა აიხსნას საზოგადოებითვის, რისი დამანგრეველი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“
ნანა კაკაბაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე
შეგახსენებთ, შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ დატოვა.