ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აქტიურად ვმუშაობთ” – თამარ იოსელიანი ქართველი მეზღვაურების გატაცებაზე

აფრიკაში მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, იოსელიანმა განაცხადა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუშაობს როგორც გემთმფლობელთან, ასევე დროშის სახელმწიფოსთან.

“ჩვენ ყოველსაათობრივად ვიღებთ ინფორმაციას აღნიშნული ინციდენტის შესახებ. ამ ეტაპზე გვაქვს ის ინფორმაცია, რაც ჩვენ უკვე გავაჟღერეთ. გატაცებულია ათი მეზღვაური, აქედან ოთხი არის საქართველოს მოქალაქე. აქტიურად ვმუშაობთ და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველა მხარეს, რომ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ გავასაჯაროოთ ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე”, – უთხრა “მთავარ არხს” იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს. თავდასხმა თბილისის დროით, დახლოებით, 05:00 საათზე მოხდა. გატაცებულია 10 მეზღვაური, მათგან ოთხი კი, საქართველოს მოქალაქეა.

იტვირთბა....