შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ორი გვამის“ შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალას “მთავარ არხთან” გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება მასალას მის წინააღმდეგ იყენებდა.
რაც შეეხება ფრაზას, მერაბიშვილის განმარტებით, ფრაზა კონტექსტიდან ამოვარდნილია.
„იყო „მუხროვანის ამბოხება“ და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გენშტაბის ორი რუსი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას ქართველ ოფიცრებთან ერთად. ჩვენი ინფორმაციით, მათ მოიცილეს მტკიცებულებები გაქცევის წინ. ამას ჩაკეტილ კაბინეტში ხომ არ ვსაუბრობ? ღიად ვამბობ, იქ მონაწილეებიც ხომ არიან სხვადასხვა წარმომადგენლები და მათ დავუტოვეთ, რომ ეპოვათ ეს მტკიცებულება და სწორედ ეს არის ამოღებული კონტექსტიდან. ხელისფულება კი, ადგა და გამოიყენა ეს. მე ვიყავი საკანში და არ მქონდა პასუხის გაცემის საშუალება”, – აცხადებს მერაბიშვილი, რომელმაც დაახლოებით, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ.მატროსოვის ციხე გუშინ, 20 თებერვალს დატოვა.