„მე ვამბობ, როცა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, თუ ვინმე პასუხისმგებელია, ერთ-ერთი ყველაზე პირველი ვარ მე, რადგან მე მეკავა მაღალი თანამდებობა, ვიყავი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა დაგვეშვა ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები. არ მიგვეცა საშუალება რომ ხალხს ჩვენი საქციელები შეცდომად ჩაეთვალა.”
ყოფილი შს და პრემმიერ-მინისტრი – ვანო მერაბიშვილი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.