ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შემომთავაზეს მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა” – ვანო მერაბიშვილი

“ციხის უფროსმა და მოადგილემ, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან. მან შემომთავაზა, რომ მე საქართველო დამეტოვებინა და იმისთვის, რომ მოეცათ ჩემთვის საშუალება დამეტოვებინა საქართველო, მე უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, რომ სააკაშვილს მილიარდები აქვს შვეიცარიის ბანკში.”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ვანო მერაბიშვილი

აღნიშნული განცხადება მერაბიშვილმა, “მთავარი არხის” ეთერში გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

იტვირთბა....